ვიდეო კონფერენცია

07 აპრილი 2021

დღეს, 7 აპრილს გაიმართა 2023 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის (იტალია) საორგანიზაციო კომიტეტისა და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების (EOC) საკოორდინაციო კომისიის  ვიდეო კონფერენცია,  რომელშიც მონაწილეობდა ამავე კომისიის  წევრი, სეოკ-ის ვიცე- პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი.

ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს ტექნიკური საკითხები, ისაუბრეს იმ  სამუშაოების  შესახებ, რაც ამ კონკრეტული  ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად არის გაწეული. საორგანიზაციო კომიეტეტის ხელმძღვანელმა  EOC -ის სპორტულ დირექტორს და  ფესტივალის კომისიის წევრებს გააცნო სრული ინფორმაცია მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ.

სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტის მამუკა ხაბარელის აქტიური ჩართულობა 2023 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საკორდინაციო კომისიაში მნიშვნელოვანია იმითაც, რომ 2025 წელს ანალოგიურ შეჯიბრებას ბაკურიანმა უნდა უმასპინძლოს.