ტოკიო-2020 „მწვანე"ენერგიას მოიხმარს

26 მაისი 2021

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, ოლიმპიური თამაშების ინფრასტრუქტურის მუშაობისთვის აუცილებელი ენერგია სრულად იქნება მიღებული განახლებადი წყაროებიდან.

ასეთი ენერგიის გამომუშავება ნაწილობრივ ფუკუშიმას პრეფექტურაში იგეგმება, რომელიც 2011 წელს დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა. „მწვანე" ენერგიის მიღების ერთ-ერთი საშუალება მერქნის ბიომასის (სამშენებლო ნარჩენები) გადამუშავება იქნება. ოლიმპიურ ობიექტებს მზის ენერგიით ფუკუშიმას რეგიონის პატარა დასახლებები მოამარაგებენ.

ეს წამოწყება შესაბამისობაშია საერთშორისო ოლიმპიურ კომიტეტის (IOC)გეგმებთან, რაც „მწვანე" ოლიმპიური ასპარეზობების მოწყობისკენ არის მიმართული.