სპორტულ-შემეცნებითი ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებულთა დაჯილდოება სეოკ-ში

14 ივნისი 2021

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სპორტულ-შემეცნებითი ონლაინ „ოლიმპიადა 2021"-ის დაჯილდოების ღონისძიება.

ონლაინ ოლიმპიადა საპილოტე პროექტი იყო და რეგიონების ცენტრალურ ქალაქებში მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შესარჩევი, ნახევარფინალური და ფინალური ეტაპები.

სპორტულ-შემეცნებითი ონლაინ ოლიმპიადის საპრიზო სამეულში შევიდნენ:

I ადგილი - თბილისის N87-ე საჯარო სკოლა;

II ადგილი - ქუთაისის N11 საჯარო სკოლა;

III ადგილი - ახალციხის N2 საჯარო სკოლა;

გამარჯვებულები გუნდის წევრები, პედაგოგები და სკოლის დირექტორები დააჯილდოვეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ბავშვთა და სასკოლო სპორტის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ლევან კიკალიშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და საქართველოს მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით ილურიძე.

სპორტულ-შემეცნებითი ონლაინ ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ტარდება.

ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა დაათვალიერეს ოლიმპიური მუზეუმი.