ლოს ანჯელესი-2028 არსებულ ინფრასტრუქტურას მაქსიმალურად გამოიყენებს

27 აგვისტო 2021

ლოს ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელის, ბრენს კალპის განცხადებით, ქალაქი დღესვე მზად არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო თამაშების ჩასატარებლად. მისი თქმით, ლოს ანჯელესი ქალაქის საუკეთესო ნაგებობების ხელმეორედ გამოყენების პრინციპს დაეყრდნობა. ეს შეეხება არა მხოლოდ სტადიონებს, არამედ სავარჯიშო ბაზებს, საცხოვრებლებს, კალიფორნიის უნივერსიტეტს, სადაც განთავსდება ოლიმპიური სოფელი. ფიქრობენ, რომ ამგვარი პრაგმატული მიდგომა ნათელი მაგალითი იქნება მომავალი თამაშების ორგანიზატორთათვის.

საინტერესოა, რომ 1923 წელს აგებული ლოს ანჯელესის მემორიალური კოლიზეუმი  ისტორიაში შევა როგორც ერთადერთი სპორტული სარბიელი, რომელსაც სამი ოლიმპიური თამაშები (1932, 1984 და 2028) ექნება მიღებული.