ტოკიო-2020 გულშემატკივრებს სამახსოვრო ბილეთებს აჩუქებს

04 სექტემბერი 2021

როგორც ცნობილია, კორონავირუსის პანდემიის გამო ტოკიოს ოლიმპიური თამაშები დახურულ კარს მიღმა ჩატარდა - ტრიბუნებზე მოხვედრა მხოლოდ აკრედიტებულ პირებს შეეძლოთ. კორონავირუსის გავრცელებამდე ტოკიო-2020-ის საoრგანიზაციო კომიტეტმა მთლიანობაში 90 მილიარდი იენის ღირებულების (დაახლოებით 820 მილიონი დოლარი) ბილეთის რეალიზება მოასწრო. თამაშების ორგანიზატორებმა ამ თანხის დაბრუნება უკვე დაიწყეს. ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრესმდივნის მასა ტაკაიას განცხადებით, ვინც შეჯიბრებებზე დასწრება ვერ შეძლო, შეეძლება  სამახსოვრო ბილეთებიც მიიღონ.

„მათ, ვინც ბილეთის საფასური პლასტიკური ბარათით გადაიხადეს, ფული ბარათებზე გადაერიცხებათ. გულშემატკივრები, რომლებმაც ბილეთები ხელზე შეიძინეს, თანხის დასაბრუნებლად 1-12 ოქტომბრის ჩათვლით საბანკო ანგარიში უნდა წარმოადგინონ. მათ, ვინც შეჯიბრებებზე დასწრება ვერ შეძლეს, სამახსოვრო ბილეთების მიღება შეეძლებათ. მათი ჩამოტვირთვა 7-დან 13 სექტემბრის ჩათვლით შესაძლებელია სპეციალური გვერდიდან."