მარიამ ქერდიკაშვილმა 23-წლამდელ კანოეისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

05 სექტემბერი 2021

პორტუგალიაში მიმდინარე 23-წლამდელ კანოეისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა საქართველოს ნაკრების წევრი მარიამ ქერდიკაშვილი.

მომავალმა პრიზიორმა მედლისთვის ბრძოლის განაცხადი 200 მეტრზე საკვალიფიკაციო რბოლისას გააკეთა, როდესაც დისტანცია 49,15 წამში დაფარა და ფინალში ასპარეზობის უფლება გაინაღდა.

ქერდიკაშვილი ფინალში ახლოს იყო ოქროს მედალთან, პირველ ადგილზე გასულ კანადელ სოფია იენსენს(46.59) მხოლოდ 0,14-წამით ჩამორჩა (46.73) და ვერცხლის მედალი მოიპოვა.