IOC-მა ჩრდილოეთ კორეის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს IOC-ის წევრობა 2022 წლის ბოლომდე შეუჩერა

10 სექტემბერი 2021

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ჩრდილოეთ კორეის ოლიმპიური კომიტეტი ტოკიო-2020-ში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო ოლიმპიურ მოძრაობას 2022 წლის ბოლომდე ჩამოაშორა (ჩრდილოეთკორეელ ოლიმპიელთა ტოკიოში ჩაუსვლელობის ფორმალური მიზეზი გახდა კორონავირუსის პანდემია).

„ოლიმპიურ თამაშებში მხოლოდ ჩრდილოეთ კორეას არ უასპარეზია. მათ დაარღვიეს ქარტია, არ შეასრულეს საკუთარი ვალდებულებები. ამიტომაც, ჩრდილოეთ კორეის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2022 წლის ბოლომდე ჩამოშორება გადავწყვიტეთ. IOC იტოვებს უფლებას გადახედოს დისკვალიფიკაციის ვადას, - აცხადებს IOC-ის პრეზიდენტი თომას ბახი,- ჩრდილოეთ კორეის ეოკ-ს დისკვალიფიკაციის პერიოდში IOC-ის პროგრამებში ჩართვის  ან მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეს. იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთკორეელი ათლეტები საკვალიფიკაციო შეჯიბრებების შედეგებით პეკინის ზამთრის თამაშების  საგზურებს მოიპოვებენ, IOC-ის აღმასრულებელი საბჭო  ლიცენზიანტი სპორტსმენების მიმართ მოგვიანებით მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას."

პეკინი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს 2022 წლის 4-20 თებერვლს.