ევროპულ თამაშებს ფარიკაობა დაუბრუნდა

15 სექტემბერი 2021

მესამე ევროპული თამაშების პროგრამას ფარიკაობა დაუბრუნდა. ევროპის ოლიმპიური კომიტეტებსა (EOC) და ევროპის ფარიკაობის კონფედერაციას (EFC) შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის ევროპის თამაშებზე ევროპის საუკეთესო მოფარიკავეები გარდა მედლებისა, პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების სარეიტინგო ქულებისთვის იბრძოლებენ. გარდა ამისა, მოფარიკავეთათვის ევროპულ თამაშებს 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის დატვირთვაც ექნება.

ფარიკაობა წარმოდგენილი იყო 2015 წელს ბაქოში, სადებიუტო ევროპულ თამაშებზე, სადაც მედლების 12 კომპლექტი გათამაშდა (ექვსი პირადში და ექვსი გუნდურში). 2023 წლის თამაშებზე მოფარიკავეთა ტურნირი ჩატარდება ევროპის ჩემპიონატის წესების შესაბამისად.

ევროპის ბოლო ჩემპიონატზე, რომელსაც 2019 წელს დიუსელდორფმა უმასპინძლა, სადაც 49 ქვეყნის დაახლოებით 450 მონაწილე საშეჯიბროდ ჰქონდა სამი ოლიმპიური დისციპლინა - დაშნა, რაპირა და ხმალი.

ცოტა ხნით ადრე კონტინენტის უმთავრესი მულტისპორტული თამაშების პროგრამის ნაწილი გახდა ბადმინტონი, თანამედროვე ხუთჭიდი, ტაეკვონდო, სანიჩბოსნო სლალომი, კარატე, ქვიშის ხელბურთი, ქვიშის ფეხბურთი, კიკბოქსინგი, კრივი, მშვილდოსნობა, ტაილანდური კრივი (მუაიტაი), ტყვიის სროლა, ტრიატლონი, სპორტული ცოცვა (მეკლდეურობა), ველოსპორტი, ძიუდო, კალათბურთი 3х3, მაგიდის ჩოგბურთი, პადელი (ჩოგბურთის მსგავსი სახეობა, რომელსაც წყვილები თამაშობენ), ტექბოლი (სპეციალურ მრუდე მაგიდაზე ბურთით თამაში, რომელიც შეიცავს მაგიდის ჩოგბურთის და ფეხბურთის ელემენტებს), ბრეიკ დანსი და ტრამპლინიდან ხტომა.

მესამე ევროპული თამაშების პროგრამაში შემავალი ოლიმპიური სახეობების უმეტესობაში პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიების და სარეიტინგო ქულების გათამაშება იგეგმება.