პეკინი-2022-ს მაღალტექნოლოგიური ოლიმპიური სოფელი ექნება

22 სექტემბერი 2021

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური სოფლები, რომლებიც სამ კლასტერშია განთავსებული, მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიური და მყუდრო იქნება.

მაგალითისთვის, იანცინში არსებულ კამპუსში ძალზე დაბალი ენერგომოხმარების ტექნოლოგიაა დანერგილი, რაც შენობაში 20-დან 26 გრადუსამდე ტემპერატურის დაჭერის ხარჯზე კომფორტული პირობებს ქმნის. სოფლის მშენებლობისას გათვალისწინებული იყო ეკოლოგიური სტანდარტები, ბუნებას კი მინიმალური ზიანი მიადგა.

სოფლის საერთო ზონაში სამი დიდი ეკრანია, სადაც სპორტსმენებს ყველანაირი ინფორმაციის მიღება შეეძლებათ, მათ შორის, გარემოზე, უსაფრთხოებაზე და მომსახურებაზე.

პეკინი-2022-ის ორგანიზატორები ოთახის ავეჯის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემადგენელზე - საწოლზეც ამახვილებენ ყურადღებას. ისინი არა მარტო მოხერხებული და მყარია, არამედ გარდაქმნის უნარიც აქვს. დისტანციური მართვის პულტის დახმარებით შესაძლებელი იქნება საწოლის სურვილისამებრ დარეგულირება: დასასვენებლად, კითხვისთვის ან ნოუთბუკზე სამუშაოდ.

ჩინელები  2008 წლის ზაფხულის თამაშებიდან დარჩენილ ოლიმპიურ მემკვიდრეობას გამოიყენებენ, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ხარჯები.

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშებს 2022 წლის 4-20 თებერვალს პეკინი უმასპინძლებს.