პეკინი-2022-ის მონაწილეებს კორონავირუსზე ტესტირება ყოველდღიურად ჩაუტარდებათ

03 ოქტომბერი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ყველა მონაწილეს კორონავირუსზე ტესტირება ყოველდღიურად ჩაუტარდება.

აუცრელი ათლეტები ვალდებულნი იქნებიან 21-დღიანი კარანტინი გაიარონ. სპორტსმენები, რომლებმაც კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩაიტარეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ნებისმიერ ვაქცინით, სხვა სივრცეში,  ეგრეთ წოდებულ "ბაბლში" განთავსდებიან, რომელიც 23 იანვრიდან 13 მარტის ჩათვლით, პარალიმპური თამაშების დასრულებამდე იმოქმედებს. ცალკე განიხილება იმ სპორტსმენების განთავსების საკითხი, რომლებმაც გარკვეული სამედიცინო პრობლემების გამო ვერ ჩაიტარეს ვაქცინაცია.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოს XXXII ოლიმპიური თამაშების მონაწილეები იაპონიაში ჩასვლისთანავე ვალდებულნი იყვნენ კარანტინი გაევლოთ, მიუხედავად იმისა, ჩატარებული ჰქონდათ თუ არა ვაქცინაცია.

პეკინის XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება 2022 წლის 4-20 თებერვალს, პარალიმპური თამაშები კი 4-13 მარტს.