გენო პეტრიაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა

03 ოქტომბერი 2021

ოსლოში დაწყებულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები ყველა წონაშია წარმოდგენილი, პირველი მედალები დღეს გათამაშდა 61, 74, 86 და 125 წონით კტეგორიებში.  ქართველთაგან ერთადერთი მედლის მოპოვება შეძლო  ოლიმპიური თამაშების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორმა, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა.

ჩვენი  ფალავანი ჩემპიონატს მერვედფინალიდან შეუდგა, სადაც მონღოლი ლხაგვაგერელ მუნხტური 11:1 დაამარცხა, 5:0 მოუგო ავსტრიელ იოჰან ლუდეშერს. ნახევარფინალში ასევე იოლად გაუმკლავდა ყაზახ ოლეგ ბოლტინს - 10:0, მაგრამ ოქროს მედლისთვის შეხვედრაში ირანელ ამირ ჰოსეინ აბას ზარესთან (გენო ირანელს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში შეხვდა და 6:3 მოუგო)  ვერაფერს გახდა და 2: 9 დამარცხდა. გენო პეტრიაშვილს ვერცხლის მედალი გადაეცა.