ონლაინ-შეხვედრა სოკ-ის ინიციატივით

04 ოქტომბერი 2021

დღეს, 4 ოქტომბერს,  საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ-ი) ინიციატივით, 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მზადებასთან დაკავშირებით ონლაინ-შეხვედრა გაიმართა. საქართველოდან შეხვედრას სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი დაესწრო.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა ყურადღება გაამახვილა გამკაცრებულ კოვიდ რეგულაციებზე. მან განაცხადა, რომ ჩინეთის მოსახლეობა სრულად ვაქცინირებულია და მზადაა სტუმრების მისაღებად. 

რეგულაციების თანახმად, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს მხოლოდ ადგილობრივი გულშემატკივრები დაეწრებიან. როგორც აღინიშნა, ყველა მათგანი აცრილია.

პეკინის 2022 წლის ოლიმპიური თამაშების სახელმძღვანელოს პირველი ვერსია, სადაც დეტალურად   გაწერილია კოვიდ-რეგულაციები და პრინციპები,  22 ოქტომბერს გახდება ხელმისაწვდომი.