დუბროვნიკში გაიმართა სპორტსმენთა მე -6 ასამბლეა

04 ოქტომბერი 2021

ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში გაიმართა ევროპის სპორტსმენთა  მე-6 ასამბლეა, სადაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების სპორტსმენთა კომისიის ახალი  წევრები აირჩიეს.

ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა EOC-ის პრეზიდენტის სპიროს კაპრალოსის, EOC-ის გენერალური მდივნის რაფაელ პანოცის, EOC-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრისა და ხორვატიის NOC- ის პრეზიდენტის ზლატკო მატესას მისასალმებელი სიტყვებით.

EOC და IOC სპორტსმენთა კომისიის თავმჯდომარეებმა -გერდ კანტერმა და ემა ტერჰომ წარმოადგინეს ანგარიში კომისიების მიმდინარე საქმიანობის შესახებ და ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ 70 -ზე მეტი სპორტსმენი და NOC-ის დელეგატები  ევროპიდან, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები - ტყვიის მსროლელი ცოტნე მაჭავარიანი და მოცურავე მარიამ იმნაძე.

ასამბლეაზე  EOC-ის სპორტსმენთა კომისიაში არჩეული იქნა რვა წევრი.მომდევნო ორი წლის ვადით კომისიას უხელმძღვანელებს ესტონელი გერდ კანტერი.

EOC-ის პრეზიდენტმა კაპრალოსმა არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა სპორტსმენთა კომისიის ახალ შემადგენლობას.