ზურაბ იაკობიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

06 ოქტომბერი 2021

ოსლოში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა  ნაკრებმა  ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

ჩემპიონატის ბოლო დღეს ბრინჯაოს მედალი ზურაბ იაკობიშვილმა  (70 კგ) მოიპოვა. ქართველმა ფალავანმა საკვალიფიკაციო შეხვედრაში ინდოელი სუშილ სუშილი 5:2 დაამარცხა, მერვედფინალში თურქ მუსტაფა კაიას 7:2 მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში პოლონეთის წარმომადგენელ მაგომედმურად გაჯიევთან 1:4 დამარცხდა და მესამე ადგილისთვის რეპეშაჟზე გადაერთო.

იაკობაშვილმა  ბრინჯაოს ნახევარფინალში ბრიტანელ ნოკოლა კოიოკარუს 5:0 მოუგო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი აზერბაიჯანელ ტურამ ბაირამოვს 4:3 აჯობა და მესამე ადგილი დაიკავა.

ერთი დღით ადრე, მსოფლიო ჩემპიონატზე ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ნიკა კენჭაძემ (79 კგ), უფრო ადრე ვერცხლის მედლით დაასრულა ჩემპიონატი გენო პეტრიაშვილმა (125 კგ).

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია.