ნუგზარ წურწუმიას ბრინჯაო

08 ოქტომბერი 2021

ოსლოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები ათივე წონაშია წარმოდგენილი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე  ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს მედალს დაეუფლა 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული წურწუმია ბრძოლას მერვედფინალიდან შეუდგა. მან პირველივე შეხვედრაში მომავალ ფინალისტთან, რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენელ ემინ სეფერშაევთან დასანანი მარცხი განიცადა - 2:3. ქართველმა ფალავანს ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი მიეცა, რაც წარმატებით გამოიყენა კიდეც. რეპეშაჟში ყაზახი ხორლან ჟაკანშა წმინდად - 9:0 დაამარცხა, გადამწყვეტ შეხვედრაში კი სომეხ ნორაირ ჰაკოიანს ორ წუთში ასევე 9:0 მოუგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.