ნათია გადელია ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

11 ოქტომბერი 2021

ჯიდაში (საუდის არაბეთი) მიმდინარე ჭაბუკ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგ წარმატებას მიაღწია - 81 კგ წონით კატეგორიაში გოგონათა შორის ნათია გადელიამ საუკეთესო შედეგი აჩვენა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

გადელიამ ატაცში 91 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი აიღო, უკეთ იასპარეზა აკვრაში, სადაც 117 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მედალი დაისაკუთრა. საუკეთესო იყო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 208 კილოგრამითაც.

ერთი დღით ადრე ატაცში (148 კგ), აკვრაში (180 კგ) და ორჭიდის ჯამში (328 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვა გურამ ვეკუამ (96 კგ).