2023 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიურ ფესტივალს იტალიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონი ფრიული-ვენეცია-ჯულია უმასპინძლებს

20 ოქტომბერი 2021

ამ დღეებში იტალიაში გაიმართა ფესტივალის საკორდინაციო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილული იქნა 2023 წლის ზამთრის ევროპის ახალგზარდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო საკითხები. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, რომელიც არჩეულია აღნიშნული ფესტივალის საკოორდინაციო კომისიის წევრად.

აღსანიშნავია, რომ საკოორდინაციო ჯგუფის მუშაობაში მამუკა ხაბარელის აქტიური ჩართულობა, 2023 წლის ზამთრის ფესტივალზე მიღებული გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანი იქნება 2025 წელს ბაკურიანში დაგეგმილ ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის წარმატებით ჩატარებისათვის.