სამივე ხარისხის თითო მედალი მოკრივეთა ახალგაზრდული ჩემპიონატიდან

24 ოქტომბერი 2021

ბუდვაში (მონტენეგრო) დასრულებულ მოკრივეთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, სადაც საქართველოს ნაკრები ცხრა სპორტსმენით იყო წარმოდგენილი, სამ წონით კატეგორიაში წარმატებას მიაღწია.

ქართველ მოკრივეთაგან ჩემპიონობა ლაშა გაგნიძემ (63,5 კგ) მოიპოვა. ოქროს მედლამდე ნაბიჯი დააკლდა გიორგი საჯაიას (54 კგ), რომელმაც ვერცხლის მედალი მიიღო. ჩემპიონატი ბრინჯაოს მედლით დაასრულა გიორგი ჟორჟოლიანმა (71 კგ).