შეხვედრა ოლიმპიელებთან

23 ოქტომბერი 2021

დღეს ქალაქ რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის თაოსნობით და რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელშეწყობით გაიმართა შეხვედრა ოლიმპიურ ჩემპიონებთან და პრიზიორებთან. ღონისძიების ფარგლებში სასპორტო სკოლის მოსწავლეებს შორის ჩატარდა სპორტული ვიქტორინა, გამარჯვებულებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები, პარკში არსებულ ხეივანში გაიხსნა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის პეტრე ჯაოშვილის ვარსკვლავი.

ღონისძიებას დაესწრნენ სეოკ-ის პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი, სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები- კახი კახიაშვილი, დავით გობეჯიშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ლუკა კურტანიძე.

ღონისძიების დაწყებამდე სეოკ-ის ხელმძღვანელობას და ოლიმპიურ ჩემპიონებს ქალაქ რუსთავში მშენებარე სპორტის სასახლე და რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში მდებარე სანიჩბოსნო კომპლექსი დაათვალიერებინეს სეოკ-ის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძვანელმა თამაზ გველუკაშვილმა და რუსთავის სახელოვნებო, სპორტის და ახალგაზრდობის განითარების ცენტრის ხელმძღვანელმა დავით შანიძემ.