სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელს, ცხრა ოლიმპიადის მონაწილეს, ლეგენდარულ ნინო სალუქვაძეს სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ლისინმა სპეციალური ჯილდო გადასცა

25 ოქტომბერი 2021

კვიპროსში გაიმართა ევროპის სროლის კონფედერაციის არჩევნები, სადაც იმყოფებოდნენ სეოკ-ის და სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე და სროლის სახეობათა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი თამაზ იმნაიშვილი. კონფედერაციის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს ალექსანდრე რატნერი.

გამოსამშვიდობებელ საღამოზე ლეგენდარულ ოლიმპიურ ჩემპიონს ნინო სალუქვაძეს ცხრა ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის და აბსოლუტური რეკორდისთვის სპეციალური ჯილდო გადასცა სროლის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ ლისინმა.

ეროვნულ ფედერაციაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა თამაზ იმნაიშვილს. საქართველოში სროლის სახეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ასევე დაჯილდოვდა საქართველოს სროლის სახეობათა ფედერაცია.