პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტი ოლიმპიელებს აფრთხილებს

29 ოქტომბერი 2021

პეკინის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ჩინეთის დედაქალაქის ვიცე-მერის ჩჟან ცზიანდუნის განცხადებით, ათლეტები, რომლებიც პეკინის თამაშებზე  ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების წესების არ დაიცავენ, შეიძლება, დისკვალიფიცირებულები იყვნენ.

"სპორტსმენებმა, რომლებიც არ დაიცავენ ეპიდემიის პროფილაქტიკისთვის დაწესებულ ნორმებს, შეიძლება გაფრთხილება მიიღონ, დროებით გაუუქმდეთ აკრედიტაცია ან მოიკვეთონ შეჯიბრებიდან," - განმარტავს ჩჟან ცზიანდუნი.

პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ ეპიდსახელმძღვანელოში აღწერილი ნორმები ეფუძნება ბოლო სამეცნიერო კვლევებს, ექსპერტთა დასკვნებს, ასევე სხვა საერთაშორისო დაკვირვებათა გამოცდილებას.

ორშაბათს პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ერთგვარი კოვიდ-სახელმძღვანელოს ორი ვერსია გამოაქვეყნა. ერთი ათლეტების და ეროვნული გუნდების ოფიციალურ პირებისთვის არის განკუთვნილი, მეორე - საერთაშორისო ფედერაციებისთვის, მედიისთვის და თამაშების ორგანიზებაში ჩართული პირებისთვის.

სახელმძღვანელოს თანახმად, პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების არავაქცინირებული სპორტსმენები ვალდებულნი იქნებიან, ჩინეთის დედაქალში ჩასვლისთანავე 21-დღიანი კარანტინი გაიარონ.

ოლიმპიელები 21-დღიანი კარანტინისგან მხოლოდ იმ შემთხვევაში გათავისუფლდებიან, თუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ექნებათ ჩატარებული. ამასთან, ვაქცინირებულნი უნდა იყვნენ ჩინეთში გამგზავრებამდე არანაკლებ 14 დღით ადრე. სპორტსმენებს შეეძლებათ ვაქცინაციისგან გათავისუფლდნენ სამედიცინო გართულებების შემთხვევაში.

XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები სტარტს აიღებს 2022 წლის 4 თებერვალს და 20 თებერვლამდე გასტანს.