ფარიკაობის მწვრთნელთა კურსები

01 ნოემბერი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში ნუგზარ ასათიანის სახელობის ფარიკაობის დარბაზში ჩატარდა მწვრთნელთა ტექნიკური კურსები.

კურსებს უძღვებოდნენ, ხმალსა და დაშნაში, საერთაშორისო ექსპერტები - დაშნაში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი, ფრანგი დანიელ ლევავასეური და ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ხმლით ფარიკაობაში ალექსანდრ შირშოვი (რუსეთი).

მწვრთნელთა ტექნიკური კურსების კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.