მესამე ევროპული თამაშების პროგრამას მძლეოსნობა შეუერთდა

02 ნოემბერი 2021

ევროპის ოლიმპიურმა კომიტეტებმა (EOC) 2023 წლის კრაკოვის ევროპული თამაშებს პროგრამაში მძლეოსნობა შეიტანა.

მძლეოსანთა შეჯიბრება ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფორმატით ჩატარდება. შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს EOC-მა და მძლეოსნობის ევროპულმა ფედერაციამ (EA). შეჯიბრებებში მონაწილეობას უფლება ეძლევა ყველა ევროპულ ქვეყანას.

მძლეოსნობა წინა ორივე  ევროპული თამაშების პროგრამაში შედიოდა. „დარწმუნებული ვარ, ასპარეზობები სპორტის ამ სახეობაში III ევროპული თამაშებზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იქნება. მახარებს, რომ გამოვძებნეთ ისეთი ვარიანტი, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები გამოდგა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა პროგრამაში მძლეოსანთა გუნდური შეჯიბრება  ჩაგვერთო," - აღნიშნავს EOC-ის ხელმძღვანელი სპიროს კაპრალოსი.

კონტინენტის უმთავრესი მულტისპორტული თამაშების პროგრამაში ასევე შედის ბადმინტონი, თანამედროვე ხუთჭიდი, ტაეკვონდო, სანიჩბოსნო სლალომი, კარატე, ქვიშის ხელბურთი, ქვიშის ფეხბურთი, კიკბოქსინგი, კრივი, მშვილდოსნობა, ტაილანდური კრივი (მუაიტაი), ტყვიის სროლა, ტრიატლონი, სპორტული ცოცვა (მეკლდეურობა), ველოსპორტი, ძიუდო, კალათბურთი 3х3, მაგიდის ჩოგბურთი, პადელი (ჩოგბურთის მსგავსი სახეობა, რომელსაც წყვილები თამაშობენ), ტექბოლი (სპეციალურ მრუდე მაგიდაზე ბურთით თამაში, რომელიც შეიცავს მაგიდის ჩოგბურთის და ფეხბურთის ელემენტებს), ბრეიკ დანსი, ფარიკაობა და ტრამპლინიდან ხტომა.

ევროპული თამაშები, რომელიც კონტინენტის უმთავრესი მულტისპორტული ღონისძიებაა, ოთხ წელიწადში ერთხელ ეწყობა.

მესამე ევროპული თამაშების პროგრამაში შემავალი ოლიმპიური სახეობების უმეტესობაში პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის ლიცენზიების და სარეიტინგო ქულების გათამაშება იგეგმება.