ლერი აბულაძემ 23-წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა

03 ნოემბერი 2021

ბელგრადში, 23-წლამდელ  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა - 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა ლერი აბულაძე.

მომავალი ტრიუმფატორი შეჯიბრებას მერვედფინალიდან შეუდგა. 5:1 დაამარცხა ყაზახი ასუხატ მუხამადიევი, 7:3 მოუგო რუსეთის წარმომადგენელ გიორგი თიბილოვს. ნახევარფინალში ასეთივე ანგარიშით დაამარცხა ირანელი ალი რეზა აიატ ოლაჰ ნეჯათი, გადამწყვეტ შეხვედრაში კი თურქი აჰმეტ იარის 3:1 აჯობა და კვარცხლბეკის პირველ საფეხურზე ავიდა.