ძიუდოს მწვრთნელთა საერთაშორისო სემინარი

12 ნოემბერი 2021

შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს აკადემიაში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით და ძიუდოს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით მწვრთნელებისთვის ტარდება ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის სემინარი, რომელშიც მონაწილეობენ ძიუდოს მწვრთნელები მთელი საქართველოს მასშტაბით.

სემინარს უძღვებიან: დანიელ ლასკაუ, მარკ ჰუიზინგა, ტიბორ კოზლა, ენვიკ გალეა და აურელიან ფლაიში. სემინარი ერთკვირიანია  და ხვალ დასრულდება. წარმატებული კურსდამთავრებულები ძიუდოს საერთაშორისო აკადემიის ინსტრუქტორის სერტიფიკატს მიიღებენ.

დღეს სემინარის მიმდინარეობისას ძიუდოს აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ სეოკ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

სეოკ-ის წარმომადგენლებმა  ძიუდოს ფედერაციის ხელმძღვანელებთან, მოწვეულ ექსპერტებთან და სემინარის მონაწილეებთან ისაუბრეს სემინარის მიმდინარეობაზე და მის მნიშვნელობაზე.