IOC პეკინი-2022-ის სამზადისით კმაყოფილია

13 ნოემბერი 2021

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი დირექტორის, კრისტოფ დიუბის განცხადებით, IOC და ბევრი საერთაშორისო სპორტული ფედერაცია 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის პეკინის სამზადისით კმაყოფილია.

"ჩვენ არენებით და პეკინის სამზადისით მთლიანობაში კმაყოფილები ვართ. გვახარებს, რომ ბევრი ობიექტი ზამთრის სპორტის სახეობებზე გადაეწყო, თუმცა კი თავდაპირველად ისინი ზაფხულის თამაშებისთვის აიგო," - აცხადებს დიუბი.

პეკინი-2022-ის გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ ასპარეზობებზე დასწრება მხოლოდ ადგილობრივ გულშემატკივრებს შეეძლებათ.

XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები სტარტს აიღებს 2022 წლის 4 თებერვალს და 20 თებერვლამდე გასტანს.