სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი

19 ნოემბერი 2021

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, ოლიმპიური აკადემიის, სეოკ-ის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი, რომელსაც უძღვებოდა ოლიმპიური აკადემიის პრეზიდენტი ლელა აფციაური.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის მინისტრმა ეკა ხოფერიამ.

სპორტის ადმინისტრატორთა სემინარის მონაწილეებს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, სოკ-ის მიერ სერტიფიცირებული პროგრამის დირექტორმა რუსუდან აფციაურმა და მოწვეული ლექტორებმა.

სემინარის პერიოდში განიხილეს სპორტული ორგანიზაციების სხვადასხვა აქტუალური საკითხები, რომლებიც ადმინისტრატორებს, მენეჯერებსა და მწვრთნელებს აუმაღლებს ცოდნას მათი შესაბამისი ორგანიზაციების ეფექტური მართვისა და წარმატებული საქმიანობისთვის.

სპორტის ადმინისტრატორთა სახელმძღვანელო, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მომზადდა თარგმნილია სეოკ-ის მიერ და იგი ამომწურავ ინფორმაციას იძლევა თანამედროვე სპორტული და ოლიმპიური მოძრაობის მნიშვნელოვან საკითხებზე.

სემინარის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის თომას ბახის ხელმოწერით.