ჩოგბურთის მწვრთნელთა ტექნიკური კურსები

26 ნოემბერი 2021

ალექსანდრე მეტრეველის სახელობის მზიურის საჩოგბურთო კორტებზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინანსებით, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციისა და საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ორგანიზებით დასრულდა მწვრთნელთა გადამზადების საერთაშორისო კურსები „Level 1".

კურსადამთავრებულებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, 17 წარმატებულ მონაწილეს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა  მამუკა ხაბარელმა.

მონაწილეებს კურსების  წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე იასაუბრა საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა  ზურაბ ქაცარავამ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის თანხმობით, ადგილობრივ ექსპერტად საერთაშორისო ფედერაციამ შეარჩია თორნიკე კიკნაველიძე, რომელიც კურსების მსვლელობისას ასრულებდა იგივე მოვალეობას, რასაც საერთაშორისო ექსპერტი.

სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის მიერ დაფინანსებული მწვრთნელთა ტექნიკური კურსები, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით აქტიურად ტარდება სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებისთვის.