მამუკა ხაბარელი და რუსუდან აფციაური ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალების კომისიის წევრებად აირჩიეს

29 ნოემბერი 2021

სლოვაკეთში ჩატარდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 41-ე სემინარი, სადაც აირჩიეს EOC-ის კომისიის წევრები 10 კომისიაში. 

2021-2024 წლების ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის  კომისიის წევრებად აირჩიეს სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.

 მამუკა ხაბარელი არჩეული იქნა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის კომისიის წევრად, ხოლო  რუსუდან აფციაური ევროპის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის კომისიის წევრად.

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების 41-ე სემინარს ესწრებოდა სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.