რიჩარდ პაუნდს WADA-ს დამფუძნებელი პრეზიდენტის წოდება მიენიჭა

29 ნოემბერი 2021

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრს, WADA-ს პირველ პრეზიდენტს, რიჩარდ პაუნდს სააგენტოს დამფუძნებელი პრეზიდენტის წოდება მიანიჭა.

ეს წოდების 79 წლის პაუნდს ხმის უფლებას არ აძლევს, მაგრამ WADA-ს ამჟამინდელ პრეზიდენტ ვიტოლდ ბანკა უფლებამოსილია კანადელი იურისტი მნიშვნელოვან ღონისძიებებზე და თავყრილობებზე მიიწვიოს.

WADA-ს მოქმედი პრეზიდენტი პაუნდს უწოდებს "სუფთა სპორტისთვის მოძრაობის სიმბოლოს" და აცხადებს, რომ დამფუძნებელი პრეზიდენტის წოდება "WADA-ში უდიდესი წვლილის შეტანის და მთელ მსოფლიოში სუფთა სპორტის დაცვის აღიარებაა."

WADA-ს პირველი პრეზიდენტი რიჩარდ პაუნდი სააგენტოს მისი შექმნის დღიდან - 1999 წლიდან 2007 წლის ჩათვლით ედგა სათავეში.

პაუნდი კანადის მოცურავეთა ნაკრებს წარმოადგენდა რომის 1960 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, 1962 წლის თანამეგობრობის თამაშებზე მოიპოვა ოთხი მედალი. არის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრი, რომლის უფლებამოსილებაც 2022 წელს ეწურება.

გარდა ამისა, პაუნდი სათავეში ედგა კომისიას, რომელმაც 2015 წელს რუსეთის მძლეოსნობაში დოპინგის გამოყენებაზე მოხსენება გამოაქვეყნა. შედეგად, რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტო WADA-ს კოდექსთან შეუსაბამოდ აღიარეს. ასევე რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციას საერთაშორისო ასოციაციაში წევრობა ჩამოერთვა, რაც დღემდე არ არის აღდგენილი.