ვიაჩესლავ მალიშევი ხელმეორედ აირჩიეს UIPM-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრად

03 დეკემბერი 2021

ამ დღეებში მონაკოში გაიმართა უძველესი ოლიმპიური სახეობის - თანამედროვე ხუთჭიდის (UIPM) საერთაშორისო კავშირის საანგარიშო-საარჩევნო კონგრესი. მომდევნო ოლიმპიური ციკლის ვადით აირჩიეს  პრეზიდენტი, ვიცე პრეზიდენტები და აღმასრულებელი საბჭოს წევრები. არჩევნები პირველად ჩატარდა ელექტრონული სისტემით.  პრეზიდენტის პოსტზე კვლავ აირჩიეს დოქტორი კლაუს შორმანი, რომელიც1993 წლიდან ხელმძღვანელობს ამ ორგანიზაციას.

 UIPM-ის აღმასრულებელი საბჭოს წევრად ხელმეორედ აირჩიეს საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიატლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიაჩესლავ მალიშევი. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ ვიაჩესლავს ამ აღიარებას და უსურვებს წარმატებებს.