პეკინი-2022-ზე მეტეოროლოგებიც იზრუნებენ

04 დეკემბერი 2021

პეკინის მეტეოროლოგიური სამსახური ზამთრის ოლიმპიური თამაშებისას მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს ამინდის ზუსტი პროგნოზის გასაუმჯობესებლად. ამავე მიზნით, პეკინის ზამთრის თამაშების სამივე კლასტერზე - პეკინში, იანცინში და ჩჟანცზიაკოუში სპეციალურ მოწყობილობას გამოიყენებენ. ახალი ტექნოლოგია გამოცადეს ჩინეთში ჩატარებული სატესტო ღონისძიებებისას და მეტად ეფექტური გამოდგა.

ძირითადად, პროგნოზზე პასუხისმგებელი იქნება მეტეოროლოგიის პეკინის ინსტიტუტი. მას მხარდაჭერას აღმოუჩენენ პროვინცია ჰუბეის მეტეოროლოგიური ბიურო, ეროვნული მეტეოროლოგიური ცენტრი, პეკინის მეტეოროლოგიის სამსახური და ჩინეთის მეტეოროლოგიის სამმართველოს სახელმწიფო მეტეოროლოგიური ცენტრი.

"პეკინი-2022-ის მეტეოროლოგიური გუნდის მიერ შემუშავებულმა ამინდის პროგნოზირების სისტემამ კარგად წარმოაჩინა თავი. მისი მეშვეობით შესაძლებელი ხდება მოსალოდნელი ამინდის დადგენა წუთობრივი სიზუსტით, - განმარტავს პეკინის მეტეოროლოგიური სამსახურის დირექტორის მოადგილე ლიან ფენი, -  ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა მეტეოროლოგიური მომსახურების უზრუნველსაყოფად, სპეციალისტებს სამივე  კლასტერში შეეძლებათ საკუთარი ქმედების კოორდინირება ."

ორგანიზატორები ხაზს უსვამენ, რომ ქარის სიჩქარის და მისი მიმართულების, ტემპერატურის და ჰაერის ტენიანობის განსაზღვრის შესაძლებლობას საკვანძო მნიშვნელობა აქვს შეჯიბრებებისას. ზუსტი პროგნოზი რისკისგან დაიცავს სპორტსმენებს.