შოთა მიშველიძემ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვა

09 დეკემბერი 2021

ტაშკენტში დაწყებულ ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატს - წლის დასკვნით ასპარეზობას საქართველოს ნაკრები 10-კაციანი გუნდით ეწვია, შეჯიბრებაში კი მესამე დღიდან ჩაება. 61 კილოგრამ წონით  კატეგორიაში გამოვიდნენ შოთა მიშველიძე და რამინ შამილიშვილი.

მიშველიძემ საწყის დისციპლინაში - ატაცში 131 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე მეორე იყო აკვრაში, სადაც 155 კილოგრამი დაიმორჩილა. მიშველიძეს  ვერცხლის მედალი ერგო ორჭიდის ჯამში დაგროვილი 286 კილოგრამით, რაც მისთვის  კარიერაში საუკეთესო შედეგია. აქამდე მიშველაძის საუკეთესო მიღწევა იყო 2017 წლის მსოფლიო პირველობაზე ორჭიდის ჯამში მოპოვებული ბრინჯაოს მედალი (საგულისხმოა, რომ შოთა მიშველიძემ  ევროპის წლევანდელ ჩემპიონატზე ატაცსა და ორჭიდის ჯამშიც ვერცხლის მედლები მოიპოვა).

რაც შეეხება რამინ შამილიშვილს, მან ტაშკენტში ორჭიდის ჯამში 267 კილოგრამით მე-7 ადგილი დაიკავა.