რეზი დავითაძე მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი გახდა

13 დეკემბერი 2021

ტაშკენტში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მონაგარი ორი მედლით გაიზარდა. 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე რეზი დავითაძემ  მისთვის ზედიზედ მესამე მსოფლიო ჩემპიონატი ორჭიდის ჯამში მოპოვებული ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

დავითაძემ ატაცში 171 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. უმედლოდ დარჩა აკვრაში, სადაც 199 კილოგრამით მეშვიდე შედეგი აღმოაჩნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 370 კილოგრამით კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ასვლა შეძლო.

რამდენიმე დღით ადრე სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა შოთა მიშველიძემ (61 კგ).