პეკინი-2022-ის მონაწილეებს სოციალურ ქსელებთან წვდომა შეეძლებათ

15 დეკემბერი 2021

პეკინის 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორები აკრედიტებულ პირებს ჩინეთში ბლოკირებულ სოციალურ ქსელებთან წვდომის საშუალებას მისცემენ, მათ შორის ღია იქნება Instagram და Twitter.

ინტერნეტის ჩინურ სეგმენტში სახელმწიფო ზედამხედველობის მასშტაბური სისტემა მოქმედებს. დღესდღეობით ჩინეთში დაბლოკილია Google, YouTube, WhatsApp, სოციალური ქსელები Twitter, Facebook, Instagram, Clubhouse, Twitch, ასევე მსოფლიოს მოწინავე მედიის რიგი გვერდები.

"2022 წლის ოლიმპიური თამაშების ფარგლებში და იმ ვალდებულებათა შესაბამისად, რომელიც ორგანიზატორმა ქალაქმა საკუთარ თავზე აიღო , 2022 წლის თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი ყველა აკრედიტებულ მონაწილეს საკვანძო ოლიმპიური ობიექტების დახურულ სისტემის შიგნით ღია ინტერნეტთან წვდომის საშუალებას მისცემს. აკრედიტებულ პირებს მათივე მოწყობილობებიდან სასტუმროებში ღია წვდომა ექნებათ Wi-Fi-ს ქსელთან," - აცხადებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.

ზამთრის XXIV ოლიმპიური თამაშები სტარტს აიღებს 2022 წლის 4 თებერვალს და 20 თებერვლამდე გასტანს.