ლაშა ტალახაძე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონია

17 დეკემბერი 2021

2021 წელი ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატით და საქართველოს ჰიმნით დასრულდა.

ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს მძიმე წონით კატეგორიაში (+109 კგ) გათამაშებული მედლების კომპლექტიდან სამი უმაღლესი სინჯის ჯილდო ოლიმპიური თამაშების ორგზის, ევროპის ჩემპიონატების ხუთგზის და უკვე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის, ლაშა ტალახაძის საკუთრება გახდა.

საქართველოს ნაკრების ლიდერმა ატაცში 225 კილოგრამი დაძლია, აკვრაში 267 დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში 492 კილოგრამით მსოფლიო ჩემპიონობა ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა. გარდა ამისა, ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში მის მიერვე ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე დამყარებული რეკორდები (შესაბამისად - 223, 265 და 488 კგ) გააუმჯობესა.

ტაშკენტის ფიცარნაგზე ვერცხლის მედლები მოიპოვა შოთა მიშველიძემ (61 კგ), რეზი დავითაძემ კი ატაცში მოიპოვა ვერცხლის მედალი, ორჭიდის ჯამში კი -ბრინჯაოსი.