„ფოტოფინიში"

18 დეკემბერი 2021

18-25 დეკემბერს, ვაკის პარკში, სპორტის ფოტოგრაფთა საზოგადოების ორგანიზებით და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, ფოტოგამოფენა „ფოტოფინიში" გაიხსნა.

„ფოტოფინიშის" პირველი გამოფენა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებს და იმ ოლიმპიელებს ეძღვნებათ, რომლებმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიური მედლები მოიპოვეს 1992 წლის ბარსელონის თამაშებიდან დღემდე.

ვაკის პარკში მისულ სტუმრებს და დამთვალიერებლებს ექვსი სპორტული ფოტოგრაფის: პაატა ნაცვლიშვილის, ალექსანდრე კოტორაშვილის, ავთანდილ გურასაშვილის, გიგა გურასაშვილის, თამარ ყულუმბეგაშვილის და ლაშა კუპრაშვილის 100-ზე მეტი ფოტონამუშევრის ნახვა შეეძლებათ. ასევე გამოფენილია ფოტოები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის არქივიდან.

"ფოტოფინიშის" მიზანია ფირზე აღბეჭდილი უნიკალური არქივის შენარჩუნება-შენახვა, ახალგაზრდა ფოტოგრაფთა ინტერესის გაზრდა სპორტული ფოტოგრაფიის მიმართულებით და ქართველ ოლიმპიელთა გამარჯვებების წარმოჩენა.

ღონისძიება წელს პირველად ტარდება და მომავალი წლიდან გამოფენა-კონკურსის სახეს მიიღებს. მონაწილეები არა მხოლოდ საკუთარ ფოტოებს წარმოადგენენ, არამედ საშუალება ექნებათ კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში სცადონ ბედი.

ფოტოგამოფენის გახსნაზე იმყოფებოდნენ სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური.