პეკინი-2022-მა დაჯილდოების ცერემონიის გარკვეული ელემენტები წარმოადგინა

05 იანვარი 2022

პეკინის XXIV ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა დაჯილდოების ცერემონიის გარკვეული ელემენტები წარმოადგინა.

გაამრჯვებულებს და პრიზიორებს ხელით დამზადებულ თაიგულებს გადასცემენ. წარმოადგინეს უნიფორმა, რომლითაც მომავალი ტრიუმფატორების დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება. ასევე წარმოადგინეს ოლიმპიური კვარცხლბეკი და მედლების დასადები, რომლებიც ღია ცისფერია.

ასპარეზობებს სამ კლასტერში - პეკინში, ჩჟანცზიაკოუში და იანცინში განთავსებული 25 ობიექტი უმასპინძლებს.

პეკინი-2022 სრული დატვირთვით გამოიყენებს ოლიმპიურ მემკვიდრეობას, რომელიც პეკინის 2008 წლის თამაშებიდან დარჩა. ყოველივე ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირების საშუალებას იძლევა, პეკინს კი გრანდიოზული მშენებლობებისგან იცავს.

პეკინი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს 4-20 თებერვალს მიიღებს. მედლები სპორტის 7 სახეობის 109 დისციპლინაში გათამაშდება.