თომას ბახი: "კოვიდსაწინააღმდეგო სახელმძღვანელო მარტო წესების წიგნი არ არის, ის ცხოვრების წესია"

06 იანვარი 2022

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტის  თომას ბახის განცხადებით, პეკინი ყველა პარამეტრით მზად არის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად. მისი თქმით, დღესდღეობით ორი მთავარი გამოწვევა არსებობს: პოლიტიკა და პანდემია.

თომას ბახი ხაზს უსვამს შარშან გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პეკინში თამაშების ჩატარებაზე 193 ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობას. რაც შეეხება მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შტამის - ომიკრონის გავრცელებას, თომას ბახი აღნიშნავს, რომ ჩინური მხარის მიერ შექმნილი დახურული პერიმეტრი პლანეტის ყველაზე უსაფრთხო ადგილია. პეკინი-2022-ის პერსონალის უკვე შევიდა ჩაკეტილ პერიმეტრში. თომას ბახმა თხოვნით მიმართავს სპორტსმენებს, რომ კოვიდსაწინააღმდეგო სახელმძღვანელოს - Playbook-ის შესწავლასთან ერთად, კარგი იქნება, თუ მას "ცხოვრების წესად" აქცევენ.

ჩინეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ჩჟუნვენ გოუ ირწმუნება, რომ ჩინეთი სპორტული დელეგაციების მისაღებად სრულ  მზადყოფნაშია.

IOC-ის აღმასრულებელი დირექტორი კრისტოფ დიუბის ცნობით, მონაწილეთათვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება არა ორ კვირაში, როგორც ეს იყო ტოკიოს თამაშებზე, არამედ სამ დღეში, თუ, რა თქმა უნდა, დროის ამ შუალედში არავის ექნება სიცხე და ორ  ტესტირებასაც გაივლიან. ეს  სპორტსმენებს საშუალებას მისცემს, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ასპარეზობებს ან შინ გაემგზავრონ.

IOC-ის სპორტული დირექტორი კიტ მაკონელი აღნიშნავს, რომ პეკინი-2022-ის  საკვალიფიკაციო სტარტების უმეტესობა უკვე ჩატარებულია და 15 იანვრისთვის მთლიანად უნდა დასრულდეს.