WHO: პეკინში ოლიმპიური თამაშების ჩატარება უსაფრთხოა

08 იანვარი 2022

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საგანგებო ვითარებათა ჯანდაცვის პროგრამის დირექტორის მაიკლ რაიანის განცხადებით, პეკინში ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარება ჩინეთის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ მიღებული ზომების გათვალისწინებით, ინფექციის გავრცელების კუთხით, საფრთხეს არ წარმოადგენს.

"ისევე როგორც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ჩინეთის ხელისუფლებასთან და IOC-თან ზამთრის ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოდ ჩატარების რეკომენდაციათა წარსადგენად ვმუშაობთ. ჩინეთის ხელისუფლებამ მკაცრი ზომები მიიღო და რამდენიმე გზამკვლევი გამოუშვა, რომელთა შეფასებასაც IOC-თან ერთად ვაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, მიღებული ინფორმაციით და მეტად სერიოზული ზომების გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელების ზრდის რისკს ვერ ვხედავთ ," - აცხადებს რაიანი.