პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტმა თამაშებისთვის სატრანსპორტო სახელმძღვანელო შეიმუშავა

11 იანვარი 2022

პეკინი-2022-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიური ტრანსპორტის გამოყენებასთან დაკავშირებით სახელმძღვანელო დოკუმენტი შეიმუშავა. პეკინის ტრანსპორტის ბიუროს ცნობით, ოლიმპიური თამაშების პერსონალი, ოლიმპიელი სპორტსმენები, ჟურნალისტები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც ჩართული იქნებიან 2022 წლის თამაშებში, ოლიმპიურ პერიმეტრში გადაადგილდებიან. მათთვის გამოყოფილი ტრანსპორტი აღნიშნული იქნება საგანგებო წითელი ნიშნებით. ავარიის შემთხვევაში, ადგილობრივ  მაცხოვრებლებს შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მგზავრებთან კონტაქტში შესვლა ეკრძალებათ.  მგზავრები უნდა დაელოდონ კომისრებს და პოლიციას.

პეკინში ოლიმპიური  ტრანსპორტის უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილებისთვის სპეციალური გზები და მარშრუტები გამოიყო, რომლებიც მალე ამოქმედდება.

ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი 4 იანვრიდან ე.წ. ბაბლის  - გარე სამყაროსგან იზოლირებულ რეჟიმში მუშაობს. ამგვარი ზომები შემოღებულია ოლიმპიელების და ჩინეთის მოსახლეობის კორონავირუსისგან დასაცავად.