ოლიმპიური გამოფენა პარიზში

13 იანვარი 2022

პარიზი-2024-ის კულტურული ოლიმპიადის ფარგლებში, რომელმაც სტარტი შარშან წლის ბოლოს აიღო, საფრანგეთის დედაქალაქში ოლიმპიური თამაშების პლაკატების გამოფენას მასპინძლობენ.

გამოფენაზე კულტურის და მემკვიდრეობის ოლიმპიური ფონდის (OFCH) მიერ წარმოდგენილია ზაფხულის ოლიმპიური თამაშების 24 ოფიციალური პლაკატი, ასევე სპორტისა და კულტურის კავშირისადმი მიძღვნილი რამდენიმე პლაკატი.

ექსპოზიცია მოიცავს მხატვრების - დევიდ ჰოკნის და პიერ სულაგესის, დიზაინერ ოტლა აიჰერის და კომიქსების იაპონელი ავტორის ურასავი ნაოკის ნამუშევრებს.

ასევე გამოფენილია ოლიმპიური დროშა, რომელიც პარიზის მერს ტოკიოს თამაშების დახურვის ცერემონიაზე გადაეცა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პლაკატი ფართო საზოგადოებისთვის პირველად არის წარმოდგენილი.