IOC-ის წარმომადგენლებს პეკინი-2022-ის მომზადების დონე მოსწონთ

14 იანვარი 2022

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ოპერაციების დირექტორის პიერ დიუკრის განცხადებით, 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მიმღები მხარე მზადების დონით დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს.

„პეკინში გატარებულმა პირველმა კვირამ წარუშლელი, ძალზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. პირველ რიგში, ეს შეეხება ობიექტების მზადებას, რაც უმაღლესი დონის შეჯიბრების ჩატარების იმედის გვაძლევს. ეს ასევე შეეხება ოლიმპიური სოფლის მზადყოფნასაც.

კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WHO) ერთად მიღებული ზომები პრაქტიკაში ხორციელდება. შთაბეჭდილების ქვეშ ვართ."