IOC პეკინის თამაშების მონაწილეთათვის კარანტინის წესებს განმარტავს

20 იანვარი 2022

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) ცნობით, სპორტსმენებს, რომლებიც პეკინის ზამთრის ოლიმპიურ  თამაშებზე კორონავირუსით დასნეულებულ პირთან ახლო კონტაქტში აღმოჩნდებიან, ასპარეზობის გაგრძელება რიგი წესების დაცვით შეეძლებათ.

„ჩინეთში იგივე პრინციპი იმუშავებს, რომელიც წარმატებით მუშაობდა ტოკიოს თამაშებზე. ყოველ სადავო შემთხვევას განიხილავენ მედიცინის მოწინავე ჩინელი და უცხოელი სპეციალისტები. სპორტსმენებს და თამაშების სხვა მონაწილეებს, რომლებიც ახლო კონტაქტში იყვნენ  კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხის მქონე პირთან, ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის გასაგრძელებლად მოუწევთ დღეში ორჯერადი ტესტირება, გადაადგილებისას და საკვების მიღებისას კი სპეციალური მოთხოვნების შესრულება.

დადებითი ტესტის ან სიმპტომების მქონე სპორტსმენებს და თამაშების სხვა მონაწილეებს კარანტინში გადაიყვანენ და მისი დატოვება იმ შემთხვევაში შეეძლებათ, როდესაც არანაკლებ 24 საათის სხვაობით ზედიზედ ორ უარყოფით ტესტს ჩააბარებენ და არ ექნებათ ავადმყოფობის სიმპტომები. შემდგომში მათ დღეში ორჯერ ჩაუტარდებათ ტესტირება, მაგრამ შეეძლებათ ვარჯიშის გაგრძელება და შეჯიბრებებში მონაწილეობა," - აღნიშნულია IOC-ის პრესსამსახურის განცხადებაში.

პეკინი-2022-ის გზამკვლევის თანახმად, ახლო კონტაქტად ჩაითვლება COVID-19-ის ტესტზე დადებითი პასუხის მქონე პირთან დამცავი საშუალებების გარეშე (პირბადე) ურთიერთობა 1 მეტრზე ნაკლები მანძილის დაშორებით, ან 15 და მეტი წუთის განმავლობაში.