,,ოლიმპიური ფესტივალი სკოლებში"

24 ივნისი 2022

დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა პროექტის ,,ოლიმპიური ფესტივალი სკოლებში" გამარჯვებულთა დაჯილდოება.

აღნიშნული პროექტის მიზანია ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში სკოლებში ფორმალური და არაფორმალური განათლების პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების გზით მოსწავლეებში ოლიმპიზმისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და დამკვიდრება.

ფორმალური განათლების ნაწილში, საქართველოს სკოლების ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლების ჩართულობით მოხდა ოლიმპიური სპორტის სახეობების გაცნობა, რის შემდეგაც მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა სასურველი ოლიმპიური სპორტის სახეობის (ფეხბურთი, მძლეოსნობა და სხვა) არჩევა და შესაბამისად, როგორც თეორიული ცოდნის, ასევე პრაქტიკული ტექნიკური ელემენტების შესწავლა. შესრულებული აქტივობის შემდეგ სკოლებში მოსწავლეებს შორის მოეწყო „ოლიმპიური ფესტივალი".

პირველ ეტაპზე სკოლებში ჩატარდა შიდა სასკოლო ფესტივალები, რომლის თეორიული და პრაქტიკული მზადების, ასევე ფესტივალის ორგანიზების პროცესის ამსახველი მასალა საკონფერენციო თემად მასწავლებლებმა წარადგინეს რეგიონალურ კონფერენციებზე. რეგიონალურ კონფერენციებზე გამარჯვებულმა სკოლებმა მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მასშტაბით გამართულ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა.

დაჯილდოვდნენ გამარჯვებული რეგიონები: აჭარა - ირინა მამალაძე, კახეთი - თამარ ელაშვილი, ქვემო ქართლი - ამირან დიდია, შიდა ქართლი - ზურაბ ჯუშოშვილი, იმერეთი - ლია ნეფარიძე, თეიმურაზ ცინცაძე, მცხეთა-მთიანეთი - ვლადიმერ უშიკიშვილი, სამცხე-ჯავახეთი - მზია კობრავა, მარინა ვოსკანიანი, აფხაზეთი - ქეთინო ტყებუჩავა, გურია- გიგა ფრუიძე, სამეგრელო - ნანა კვარაცხელია, თბილისი - დალი ნიკადიმოვა, ქეთევან ბორაშვილი, თამთა დავითულიანი.

გამოვლინდა რესპუბლიკის მაშტაბით გამარჯვებული რეგიონები:

I ადგილი - შიდა ქართლი (სსიპ ქალაქ ქარელი N1 საჯარო სკოლა, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი - ზურაბ ჯუშოშვილი)

II ადგილი - აჭარა (სსიპ ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლა, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი - ირინე მამალაძე)

III ადგილი - მცხეთა მთიანეთი (სსიპ თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლა, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი - ვლადიმერ უშიკიშვილი)

გამარჯებულები მედლებით, თასებით და სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა შოთა ხაბარელმა.

ღონისძიებას უძღვებოდა განათლების და მეცნიერების სამინისტროს სპორტის ექსპერტი, პროექტის - ,, ოლიმპიური ფესტივალის" ხელმძღვანელი გია ბეგიაშვილი.

აღნიშნული პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს სპორტის, ფიტნესის და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაციაციის ორგანიზებით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ფინანსური მხარდაჭერით.