თორნიკე მიქელაძემ ევროპის ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა

29 ივნისი 2022

რომში მიმდინარე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა  პირველი მედალი მოიპოვა.

საქართელოს ნაკრებიდან წარმატებას თორნიკე მიქელაძემ მიაღწია.77 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მიქელაძემ ფინალამდე გაიკვალა გზა, მაგრამ მოლდაველ ალექსანდრინ გუტუსთან 2-3 დამარცხდა და ასპარეზობა ვერცხლის მედლით დაასრულა. 

მომავალი მედალოსანი ფინალისკენ მიმავალ გზას მერვედფინალიდან შეუდგა. პირველ შეხვედრაში აშკარა უპირატესობით - 9-0 დაამარცხა ალბანელი ჯულიან შეჰუ, შემდეგ ბელგიის წარმომადგენელ იბრაჰიმ ტაბაევს მოუგო 4-0, ნახევარფინალში კი გერმანელი დენი ნაკაევს 3-2 გაუმკლავდა.

უკეთეს შედეგებს ველით ხვალ, 29 ივნისს - საქართველოს ნაკრების ერთბაშად სამმა წარმომადგენელმა - დიმიტრი ხაჩიძემ (60 კგ), ნიკა ბროლაძემ (67 კგ) და აჩიკო ბოლქვაძემ (82 კგ) ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.