ბრიუსელსა და ათენში

ამ დღეებში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ორ ახალგაზრდულ საერთაშორისო ღონისძიებაში.
ბრიუსელში, ევროპის სპორტსმენთა მე-11 ფორუმზე, ევროპის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების (NOCs) სპორტსმენები და მათი წარმომადგენლები , ახალი იდეებისა და ძირითადი გამოწვევების განსახილველად შეიკრიბნენ .
შეხვედრის მიზანი- NOC-ის სპორტსმენთა კომისიების დაკავშირება და ევროპული ქსელის გაძლიერება იყო.
საქართველოდან ღონისძიებას ესწრებოდნენ ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი და სამთო-მოთხილამურე სოსო ჯაფარიძე.
გაიმართა ოლიმპიური სოლიდარობის, ოლიმპიური დღის წესრიგის 2020+5 და IOC სპორტსმენთა მხარდასაჭერად შემუშავებული პროექტების პრეზენტაციები .
მონაწილეებმა ასევე მიიღეს მხარდაჭერა Athlete 365-ის პრეზენტაციის მეშვეობით, სადაც მათ სპორტული კარიერის შემდგომ საქმიანობაში დახმარება აღუთქვეს.
საერთაშორისო ოლიმპიური აკადემიის ორგანიზებით ათენში ჩატარდა ახალგაზრდა ოლიმპიელი ელჩების 62-ე საერთაშორისო სესია.
განხილვის ორი ძირითადი თემა იყო; „ოლიმპიური მოძრაობა და ოლიმპიზმი ციფრულ ეპოქაში" და ასევე „ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა ციფრული ჩართულობის სტრატეგიებისა და ვირტუალური სპორტის საშუალებით".
საქართველოდან სესიას ჩვენი წარმომადგენელი გვანცა ქიქავა ესწრებოდა.