ოთხი მედალოსანი და ოთხი ფინალისტი

02 ივლისი 2022

რომში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გათამაშებული მედლების პირველი კომპლექტიდან საქართველოს ნაკრები ოთხ მედალს დაეუფლა.

ოთარ ადეიშვილს (79 კგ) ჩემპიონობამდე ნაბიჯი დააკლდა. ოქროს მედლისთვის შეხვედრაში სომეხ მუშეგ მკრტჩიანთან 4-9 დამარცხდა და ჩემპიონატი ვერცხლის მედლით დაასრულა.

ლუკა ღვინჯილიამ უმსუბუქეს - 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში მოლდაველი დიმიტრი გარასტოიანოვი აშკარა უპირატესობთ 10-0 დაამარცხა. ასევე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში წარმატებას მიაღწია ლუკა ჯანეზაშვილმა. 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მომავალმა მედალოსანმა გადამწყვეტ შეხვედრაში თურქი მეჰმეთ ჩელიკი 11-2 დაამარცხა.

მედლის მოპოვების შანსი გამოიყენა ლუკა ხუჭუამაც (97 კგ). მესამე ადგილისთვის შეხვედრაში აზერბაიჯანელი ვარის მეჰდიზადე დამაჯერებლად 13-5 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა მედლები დაიბევა 3 ივლისს, ჩემპიონატის დასკვნით დღესაც: დავით აბდალაძე (61 კგ), დავით კოღუაშვილი (86 კგ), ანდრო მარგიშვილი (92 კგ) და მერაბ სულეიმანიშვილი (125 კგ) ფინალში იასპარეზებენ.