სეოკ-ის სამძიმარი

04 ივლისი 2022

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს  ქართული სპორტის გამორჩეული მოღვაწის, სახელოვანი მწვრთნელის, ძიუდოს ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონების აღმზრდელის, გურამ პაპიტაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს, სპორტულ საზოგადოებას.

გურამ პაპიტაშვილი მრავალი ათეული წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურა ჩვენს სპორტს, როგორც წარმატებული მწვრთნელი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, ორგანიზატორი, სახელოვან სპორტსმენთა თაობების აღმზრდელი. ის იყო უაღრესად ერუდირებული,  ავტორიტეტული პიროვნება, თავისის საქმის უბადლო მცოდნე და ნამდვილი პროფესიონალი.