ისტორიული გამარჯვება

04 ივლისი 2022

,,თბილისი არენაზე" გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასკვნითი ტურის მატჩში  საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს-ესპანეთის ნაკრებს 82:76 სძლია და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, ეროვნულ ნაკრებ გუნდს და გულშემატკივარს მეტად მნიშვნელოვან გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ გამარჯვებებს.